გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, დაჭრილია ერთი პირი - კვირის პალიტრა

გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, დაჭრილია ერთი პირი

გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკში“ განუცხადეს, დაჭრილია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას დაჭრეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დაჭრილია პოლიციელი, რომელიც ბანკში შეჭრილი პირის დაკავებას ცდილობდა და რომელსაც აღნიშნულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მძიმედ არ არის. რაც შეეხება ბანკში შეჭრილ პირს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მის დასაკავებლად“, - განაცხადეს შსს-ში.