ხუთი გასროლა "სტარბაქსის" კაფეში - ვინ არის ქართველი, რომელიც ლას ვეგასში მოკლეს?! - კვირის პალიტრა

ხუთი გასროლა "სტარბაქსის" კაფეში - ვინ არის ქართველი, რომელიც ლას ვეგასში მოკლეს?!

რამდენიმე დღის წინ, ლას ვეგასში 41 წლის მამაკაცი მოკლეს, რომელიც ქართველი ალექსანდრე ხუციშვილი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ის 2004 წლიდან აშშ-ს მოქალაქე იყო, გასული საუკუნის 90-იან წლებში კი საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ის გარკევული პერიოდის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრიც იყო.

სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთჯერ ნასამართლევი 34 წლის პედრო ხოსე გარსიაა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.

Associated Press-ი წერს იმასაც, დანაშაული სად და რა გარემოებაში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ტრაგედია გასულ კვირას, დილის საათებში დატრიალდა, როდესაც "სტარბაქსის" კაფეში შესულ გარსიას, პერსონალმა მომსახურებაზე უარი უთხრა, რადგან საკრედიტო ბარათზე თანხა არ ჰქონდა. კაფეში მომხდარი კონფლიქტის დროს გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ხუციშვილს სასიკვდილო ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული, ის სამი შვილის მამაა.