ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე, კერძოდ ამ პარტიის მაჟორიტარის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში ბექა ოდიშარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, "ქართული ოცნების" ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ინტერპრესნიუსი"