"არ არის ჩვენში პირველი შემთხვევა, როდესაც გენდერული იდენტობის გამო ადამიანებს ასე უსწორდებიან" - თავდასხმა ტრანსგენდერზე - კვირის პალიტრა

"არ არის ჩვენში პირველი შემთხვევა, როდესაც გენდერული იდენტობის გამო ადამიანებს ასე უსწორდებიან" - თავდასხმა ტრანსგენდერზე

14 ოქტომბერს გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერს თავს დაესხნენ. ის სამედიცინო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც გენდერული იდენტობის გამო ადამაინებს ასე უსწორდებიან და მძიმე ფიზიკურ მდგომარეობამდე მიჰყავთ. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პრევენციული ღონიძიებების გატარებას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.