კახეთში სამხედროებით სავსე „კამაზი" გადატრიალდა - დაღუპულია ერთი ჯარისკაცი - კვირის პალიტრა

კახეთში სამხედროებით სავსე „კამაზი" გადატრიალდა - დაღუპულია ერთი ჯარისკაცი

კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უწყების კუთვნილ, ”კამაზის” მარკის” ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილია ერთი სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენები კი მსუბუქი დაზიანებებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამხედროების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში კახეთში მიემგზავრება გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე და შტაბის შემადგენლობა.