"ქალს სისტემატურად აწუხებდა“ - ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა - კვირის პალიტრა

"ქალს სისტემატურად აწუხებდა“ - ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალი აფთიაქში მუშაობს, ხოლო მამაკაცი ბაზრობაზე.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაშავებული ქალს „სისტემატურად აწუხებდა“.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.