რესტორანში მოქეიფე გაქცეულ პატიმარს დაოჯახებაც მოუსწრია - თვენახევარში ნაპოვნი ბედნიერება - კვირის პალიტრა

რესტორანში მოქეიფე გაქცეულ პატიმარს დაოჯახებაც მოუსწრია - თვენახევარში ნაპოვნი ბედნიერება

17 ოქტომბერს, თვენახევრიანი ძებნის შემდეგ, შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდადებული, 36 წლის ოთარ ვარამაშვილი ზესტაფონში, რესტორანში დააკავეს. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

ოთარ ვარამაშვილი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. 31 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პატიმარი ბადრაგმა ეზოში გაიყვანა და #6 დაწესებულებაში გადაყვანას უპირებდნენ. ამ დროს მან კუსტარულად დამზადებული ვითომ ხელყუმბარა გადააგდო, სამართალდამცველებს დაუსხლტა, ბეტონის ორმეტრიან ღობეზე გადახტა და გაუჩინარდა...

როგორც გაირკვა, გაქცეულ პატიმარს დრო უქმად არ დაუკარგავს და ძებნილობისას დაოჯახდა კიდეც...

ოთარ ვარამაშვილი რესტორანში დააკავეს - წარსულში ნასამართლევ, 1991 წელს დაბადებულ ლ.ე.-სთან ერთად ქეიფობდა. სამართალდამცველებმა დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა ძვირფასეულობა ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმისას თბილისის ერთ-ერთი ოქროულის მაღაზიიდან გაიტაცეს...

ალექსანდრე კობაიძე, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატი: - მართალია, დაკავებულებს ოქროს ნივთები აღმოაჩნდათ, მაგრამ გამოძიებას ეს ბრალი ვარამაშვილისთვის ჯერ არ წარუდგენია. ამ ეტაპზე მას მხოლოდ გაქცევას ედავებიან. საქმე ეხება არა საიუველირო მაღაზიის, არამედ კერძო პირის - ქალბატონის დაყაჩაღებას.

- თვე-ნახევრის განმავლობაში სად აფარებდა თავს გაქცეული?

- იგი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამასობაში გაბედნიერდა - ცოლი მოიყვანა და ჯვარიც დაიწერა.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: გაქცეული პატიმარი ძებნილობაში გაბედნიერდა