"სროლის ხმაზე გამოვედით, ერთი იძახდა, - ვერ ვსუნთქავო, მეორე მუცელზე იკიდებდა ხელს" - რა მოხდა ბახტრიონზე?! - კვირის პალიტრა

"სროლის ხმაზე გამოვედით, ერთი იძახდა, - ვერ ვსუნთქავო, მეორე მუცელზე იკიდებდა ხელს" - რა მოხდა ბახტრიონზე?!

თბილისში, ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

როგორც ირკვევა, დანაშაული 162-ე სკოლის სკოლის ტერიტორიაზე, მოედანზე მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ, თუმცა არც ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე.

"სროლის ხმაზე გამოვედით, ერთი ბავშვი იძახდა ვერ ვსუნთქავო, მეორე მუცელზე იკიდებდა ხელს", - განაცხდა მიმდებარედ მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.