ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 29 ა ნომერთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები წუხელ გვიანობამდე მუშაობდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"