სენაკში ქალმა ვალის გამო ქალი მოკლა - კვირის პალიტრა

სენაკში ქალმა ვალის გამო ქალი მოკლა

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა შუახნის ქალი ვალის გადაუხდელობის გამო მოკლა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

ბრალდებული სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.