"გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა" - რატომ არ გამართლდა გოგლა ჟვანიას მოლოდინი?! - კვირის პალიტრა

"გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა" - რატომ არ გამართლდა გოგლა ჟვანიას მოლოდინი?!

გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმის გოგლა ჟვანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- მრავალჯერ დაანონსდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე მალე გაიხსნებოდა.

- გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა... თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო.

- რჩება იმედი, რომ საქმე გაიხსნება?

- დარწმუნებული ვარ, ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უცხოელი ექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთი მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს საქმის გაჭიანურებას.

- ორიოდე წლის წინ კიდევ ერთი ექსპერტი, მამუკა ჩხაიძე, გარდაიცვალა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. ის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დასაკითხად პროკურატურაში იმყოფებოდა...

- გამიჭირდება რამის თქმა, ერთადერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ამ ექსპერტს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული... რაც შეეხება პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობას, ეს ფაქტი საეჭვოა, რადგან ის ზურას საქმის გამოძიების დეტალებზე სრულად იყო ინფორმირებული.

- ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საკითხი ისევ აქტუალურია?

- თუკი ეს მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ჩემი მოლოდინი არ გამართლდა"