"ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია" - კვირის პალიტრა

"ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია"

ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმე პოლიტიზებულია, რომელზეც ”ქართულმა ოცნებამ” იტერესი დაკარგა, რის გამოც ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები არც საპარლამენტო სიაში და არც სხვა მაღალ თანამდებობებზე არ მოხვდნენ. ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმესთან მიმართებით გამოძიების პირველადი ვერსია სწორია და მისი საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა. ამ საკითხის მიმართ ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი ინტერესი, ამიტომაც გოგლა ჟვანია არ იყო საპარლამენტო სიაში, მისი მეუღლე ნინო შარაშიძე არ არის მინისტრის პირველი მოადგილე. ადამიანები, რომლებიც ციხეში ისხდნენ, პატიმრობაში აბსოლუტურად არაფრის გამო იმყოფებდნენ. იმ მითის ექსპლუატაცია ხდებოდა ბოლომდე, მაგრამ ეს მითი გაქარვებულია. ბატონი გოგლა ჟვანია ახლა იმაზე საუბრობს, რომ ზურაბ ჟვანია იყო მოწამლული. მანამდე მისი ვერსია იყო, რომ მოხდა ფიზიკური ზემოქმედება. ამ კონკრეტულმა საქმემ აჩვენა, რომ არ შეიძლება მისი პოლიტიზირება და მისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღება, თუმცა, ეს მოხდა. გამოძიების პირველადი ვერსია იყო სწორი”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

"ინტერპრესნიუსი"