33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა - კვირის პალიტრა

33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, წინანდალში ქმარმა ცოლი თოფით მოკლა, მკვლელობა სოფელში 9 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რასაც წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.