"ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი" - ვინ დაესხა თავს ნიკა გვარამიას? - კვირის პალიტრა

"ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი" - ვინ დაესხა თავს ნიკა გვარამიას?

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას დღეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ გვარამიამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა.

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორანში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.

პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!", - წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო