"ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი"
"ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი"
09-01-2017
4 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ქალი, ზიზი ურუშაძე, სადისტურად მოკლული იპოვეს. ზიზი ურუშაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლე, ვახო სამხარაძე, სამართალდამცავებს თავად ჩაჰბარდა, მან მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერათ მოკლულის ახლობლებს. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი ფულია - ბრალდებულს ფული ჰქონდა წაგებული და მეუღლეს ამ თანხას სთხოვდაო. სტატია მომახდარზე მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ ბინიდან გაიგონა, როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.

ზიზის მეგობარი:
"ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა...

დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
არ ლაპარაკობდა… ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე".

მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:

"ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო...
ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი - გატეხილი, ნიკაპი - მონგრეული, თითის ფალანგები - დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა".

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ზიზი ყველაფერს იტანდა, მან კი მოკლა"

baleon
11 იანვარი 2017 00:49
სამუდამო პატიმრობა უნდა მისცენ აბა რა ჯანდაბა უნდა ქნან???? ვერ უყურებთ რა სახით იყურება??? ამას გამოსწორებადის და კარგის მქმნელის რა უგავს??
ეგეთების გარეთ ყოფნა არის საზოგადოებისთვის ავის და უბედურების მომტანი.!!!
ასეთი ადამიანების მენტალიტეტით და საქციელის შემხედვარე იზრდება მომავალი თაობა და ავადდება ჩანასახშივე.!
ქალებს რაც შეეხება, რაც გემართებათ, თქვენი ბრალია!
სახეში გაფურთხებენ და თქვენ მაინც ერთ ადგილს უწმენდავთ!
მწარე სიმართლეა ასეა.
ხმა ამოიღეთ და თქვესნ ცხოვებას დროზე მიხედეთ თრემ თქვენს ამ ქალის ბედს გაიზიარებთ ადრე თუ გვიან.
სიყვარული?
10 იანვარი 2017 22:30
,,ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ რომ უყვარდა' მაპატიეთ,მაგრამ 21-ე საუკუნეში ცოტა სულელურად ხომ არ ჟღეს ეს ფრაზა?!
სხვა სიახლეები
სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
"ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, 16 იანვარს გამთენიისას, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"

ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაწვრილებით...
გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს.
დაწვრილებით...
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
ნუცუბიძის ქ. 201-ში ქირავდება დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები