პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"