მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს - კვირის პალიტრა

მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"