600 სამართალდამცავის მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაცია - გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

600 სამართალდამცავის მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაცია - გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომელთაც მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულები არიან ლატვიის და ვიეტნამის მოქალაქეებიც.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე გერმანიაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია უკვე შესულია.

„საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა საქსონიის მიწაზე. საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში და ამ სახის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში გერმანიაში იქნება. იმის მიხედვით, ისინი სასჯელს მოიხდიან თუ მათი გაძევება მოხდება დამოკიდებულია იმაზე, გერმანიის პროკურატურას რა პოზიცია ექნება“,- განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს კონსულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კახაბერ შიშნიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"