"...ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს" - სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს?! - კვირის პალიტრა

"...ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს" - სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს?!

სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ დიაკონმა დღეს ქუთაისში „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ჯახუას თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკონი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან დიაკონმა.

დიაკონი ასევე, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს.

ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს.

რაც შეეხება იარაღს, დიაკონი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას

"ინტერპრესნიუსი"