"გორს როცა მოვუახლოვდით მატარებელში ხმაური ატყდა" - ნასვამმა მგზავრებმა გამცილებელი გოგონა სცემეს - კვირის პალიტრა

"გორს როცა მოვუახლოვდით მატარებელში ხმაური ატყდა" - ნასვამმა მგზავრებმა გამცილებელი გოგონა სცემეს

ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისზე 19 იანვარს ინციდენტი მოხდა. თვითმხილველის განცხადებით, ნასვამმა მგზავრებმა მატარებელში მოწევა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც გამცილებელმა გოგონამ მგზავრებს არ მისცა.

"ბათუმიდან მოვდიოდით, გორს როცა მოვუახლოვდით მატარებელში ხმაური ატყდა, დავინახე რომ ნასვამი მამაკაცები ეჩხუბებოდნენ გამცილებელ გოგონას. ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, ჩხუბში დროულად ჩაერია დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ, იმ გოგონას ეს მთვრალი კაცები სასტიკად სცემდნენ.

გორში პოლიციელები ამოცვივდნენ მატარებელში და დამნაშავეები ჩაიყვანეს",-განუცხადა "ამბები.გე"-ს თვითმხილველმა.

გაგრძელება