ვინ იჯდა მანქანაში საიდანაც ცეცხლი გახსნეს და რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სიძეს ვაკეში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან? - კვირის პალიტრა

ვინ იჯდა მანქანაში საიდანაც ცეცხლი გახსნეს და რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სიძეს ვაკეში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან?

გუშინ, გვიან ღამით ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს. მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ტატო ლორთქიფანიძე შატბერაშვილის ქუჩაზე, ვერცხლისფერი BMW "იქს 6"-ით, მეგობართან ბაჩო სირაძესთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სკანდალური სიძის - მინდია გოგოჭურის სამეგობროს და ბაჩო სირაძის (ანა მარგველაშვილის ყოფილი შეყვარებული) ძველ დაპირისპირებას უკავშირდება.

ჩვენი წყაროს ცნობით, მანქანაში, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, სწორედ პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრები: თ. კ და ზ.ს ისხდნენ. მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელმა როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძემ, რის შედეგად მინდია გოგოჭურის მეგობარი ზ.ს დაიჭრა. ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ზ.ს-ს დაჭრის შემდეგ მისი მეგობრები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გაგრძელება