"რუსლან ზუგდიდსკის" "რაზბორკები" - დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და ჩეჩენ კრიმინალებს შორის
"რუსლან ზუგდიდსკის" "რაზბორკები" -  დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და ჩეჩენ კრიმინალებს შორის
რუსეთის ქალაქ ტუვის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია დაპირისპირება "რუსლან ზუგდიდსკის" სახელით ცნობილ, ქართველ "კანონიერ ქურდ" რუსლან გეგეჭკორსა და ჩრდილო კავკასიელ მუსლიმანებს შორის მოხდა. რუსლან გეგეჭკორი კრიმინალურ სამყაროში Шляпа Младший-ს სახელითაა ცნობილი.

სააგენტო "როსბალტის" წყაროს გადმოცემით, ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" არასახარბიელოდ მოიხსენია ჩეჩნები, რის გამოც ერთ-ერთმა ჩეჩენმა მას ხელი გაარტყა. ამავე დღეს გეგეჭკორი, 20 პატიმართან ერთად, შეიჭრა კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა 8 დაღესტნელსა და ჩეჩენს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩხუბისას მატერიალური ზარალი მიაყენეს მეჩეთს.

მომხდარის შესახებ მალევე გაიგეს ჩეჩნურ დიასპორაში, მათ შორის კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც. სააგენტოს წყაროს თქმით, ჩეჩნები რუსლან გეგეჭკორთან ერთად, მის მამას, ასევე "კანონიერ ქურდს", როლანდ გეგეჭკორს ემუქრებიან.

კრიმინალურ სამყაროში ქართველი "კანონიერი ქურდებისა" და ჩეჩნების დაპირისპირება დღეს ყველაზე აქტუალური თემაა, ამბობენ, რომ შესაძლოა სისხლიც კი დაიღვაროს.

29 წლის რუსლან გეგეჭკორი 2016 წლის 29 მარტს დააკავეს. ჩხრეკისას მას 0,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა 2016 წლის 5 ივნისს მოსამართლემ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ქართველი "კანონიერი ქურდი" ზუგდიდში დაიბადა. ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ მის ბაბუას ნოე გეგეჭკორს ეკუთვნოდა, როგორც ამბობენ, ის მე-3 თაობის ქურდია. როგორც დაკავებისას აღმოჩნდა, ქართული წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის მოქალაქეა. მისი "კურთხევა" მამის როლანდ გეგეჭკორის მცდელობის შემდეგ,
2014 წელს, კუნძულ კვიპროსზე მოხდა. მისი "მონათვლა" კი "დედ ჰასანის" კლანის წევრებმა მერაბ მზარელიამ, მერაბ ფიფიამ, მერაბ "სოხუმსკიმ" და გიორგი ელერჯიამ იკისრეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: ვინ არის "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა, რომლის დაკავების თაობაზე უკრაინის შს მინისტრი "ფეისბუკის" გვერდზე წერს

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (8)
dato
22 თებერვალი 2017 05:46
მაგას კალის გამო მოხვდა მუსლიმან კალი ადვოკატის გამო კურდმა ახია ვახაბისტს პანკისელს კალი და იმიტომაც მოხვდა სტამბოლს დერივნენ მუსლიმანები
luna
22 თებერვალი 2017 05:40
რა გატკალეტ გული კურდი კურდი კველაზე დიდი კურდები საკარტველოს პარლამენტია პირი გამოირეცხეტ როცა მუსლიმანებს ახსენებტ და იდახიტ çეçენი
კობა
20 თებერვალი 2017 03:02
С.С.Ж.В.
Iii
19 თებერვალი 2017 23:37
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ზუგდიდსკიმ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა