"პროკურატურას სურს დავარღვიოთ გაუთქმელობის პირობა" - უწყება დეკანოზ მამალაძის ადვოკატების საქმიდან ჩამოშორებას ცდილობს? - კვირის პალიტრა

"პროკურატურას სურს დავარღვიოთ გაუთქმელობის პირობა" - უწყება დეკანოზ მამალაძის ადვოკატების საქმიდან ჩამოშორებას ცდილობს?

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურას სურს მათი საქმიდან ხელოვნურად ცამოშორება, რადგან მისი თქმით, ისინი უწყებისთვის სასურველი ადვოკატები არ არიან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადება გუშინ პროკურატურაში კიდევ ერთხელ შეიტანეს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეექვსე დღეა დაცვის მხარეს არ მიუღია პასუხი პროკურატურისგან, გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება.

მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურას სურს დავარღვიოთ გაუთქმელობის პირობა ორი მიზეზი გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არც ერთი არ ვართ პროკურატურასთან დაახლოებული და მათთვის სასურველი ადვოკატები და მეორე - არ ვართ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ადვოკატები, რათა მარტივად მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია. პროკურატურას სურს საქმიდან ჩვენი ხელოვნურად ჩამოშორება. აქედან გამომდინარე ხდება ხელოვნურად გაწელვა გაუთქმელობის პირობის ვალდებულების, რომ ჩვენ რაიმე დავარღვიოთ და ჩამოვშორდეთ საქმეს, რათა შემდეგ მოხდეს მათთვის სასურველი ადვოკატის ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ადვოკატის დანიშვნა. მივმართავ საქართველოს პროკურატურას - მე ამის უფლებას არ მოგცემთ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"