"მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს" - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემს.

ადვოკატმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.

"მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ...

ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"