პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის საქმეზე: "როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო" - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის საქმეზე: "როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო"

"როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ”არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.

მარგველაშვილი გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეს და დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის თემას, რომლის ადვოკატებიც გაუთქმელობის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

”შესაძლო ჩანაწერების დეტალები ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა მოქალაქე გიორგი მამალაძე, მთელი სახელმწიფო აპარატი ფაქტობრივად მის ბრალმდებლად გამოდის. მას და მის მხარეს უნდა მიეცეს ნორმალური მოქმედებების უფლება. არც ერთ მხარეს არ ვარ, მე გესაუბრებით ტრივიალურ ჭეშმარიტებას, როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო. მას უნდა მისცე შესაძლებლობა, თუნდაც თავისი ვერსია თქვას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.