დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს პატრიარქს შეხვდება? - კვირის პალიტრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს პატრიარქს შეხვდება?

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლებელია დღეს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად გადაიყვანონ.

რამიშვილი ამ წუთებში ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზს ხვდება.

”შესაძლებელია საპატრიარქოში გადაყვანა მოხდეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ავდივარ და გავარკვევ ყველაფერს”, - განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"