"ტრეპანაცია დასჭირდა" - გია როინიშვილის ინფორმაციით, მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

"ტრეპანაცია დასჭირდა" - გია როინიშვილის ინფორმაციით, მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს

მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე მსახიობი და ყოფილი პარლამენტარი გია როინიშვილი წერს. გურამ ჯაში მარჯანიშვილის თეატრის და "იუმორინას" ცნობილი მსახიობია.

"გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს. ტრეპანაცია დასჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს! ყვავის კრიმინალი!", - წერს როინიშვილი.

როინიშვილის თქმით, ჯაში ახლა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობის გასარკვევად კლინიკაში მიდის.

იხილეთ ასევე: რას აცხადებს შსს მსახიობ გურამ ჯაშზე თავდასხმის თაობაზე?