"ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა" - კვირის პალიტრა

"ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა"

"სატელეფონო საუბრებში მამალაძე ლაპარაკობს პატრიარქის მენიუზე, ძირითადად, ჩაიზე... იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მას მოწამლავდნენ"

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ავის მზრახველებს რამდენიმე გეგმა ჰქონდათ. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან:

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რასაც ვაცხადებ, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაცხადებული რეალობაა.

როგორც ვიცი, პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა. სატელეფონო საუბრების მიხედვით, განზრახული იყო პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის, შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მოკვლა. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა განიხილება.

1. სატელეფონო საუბრებში მამალაძე ლაპარაკობს პატრიარქის მენიუზე, ძირითადად, ჩაიზე... ჩემი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მას მოწამლავდნენ, ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, რომელსაც როგორც მამხილებელ მტკიცებულებას, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა. ანუ თუ შორენას ვერ მოკლავდნენ, ამ ფორმით მოიშორებდნენ.

2. პატრიარქის ბუნებრივად გარდაცვალების შემთხვევაში კი შორენას მოკლავდნენ. იგეგმებოდა მეუფე იაკობის მოკვლაც, თუმცა, ჩანაწერებიდან არ ჩანს, მეუფეს და შორენას მოსაკლავად რა საშუალება გამოიყენებოდა.

რამდენადაც ვიცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უწმინდესთან 15-წუთიანი სტუმრობის მიზეზი იყო შეთანხმება შემდეგზე, განუხორციელებელ დანაშაულში მონაწილე პირებმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი, ანუ როგორც იტყვიან, სასულიერო პირები უნდა დაიჭირონ. როგორც ვიცი, ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ... ვფიქრობ, დამნაშავეთა დასჯა გარდაუვალია, რის შემდეგაც ეკლესია თავის წიაღში თვითონვე მოაგვარებს დანარჩენ პრობლემებს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაუკითხეთ სტატია: "ფარულ ჩანაწერებში ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა იკვეთება"