ჩატარდა თუ არა საპატრიარქოში ჩხრეკა? - რას აცხადებს მთავარი პროკურორის მოადგილე? - კვირის პალიტრა

ჩატარდა თუ არა საპატრიარქოში ჩხრეკა? - რას აცხადებს მთავარი პროკურორის მოადგილე?

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს.

თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტებთან უარყო მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ.

"საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა... ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეებში ვრცელდება“, - აღნიშნა გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს.