ადვოკატი: "მამა გიორგი მამალაძის დაკითხვისას შორენა თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "მამა გიორგი მამალაძის დაკითხვისას შორენა თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები"

ე.წ. მატროსოვის ციხეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო. 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ ერთი საათით შესვენება გამოცხადდა, ამ დროისთვის კი დაკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, თუმცა დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა.

რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები,” თუმცა რა ფორმით იყო დასმული შეკითხვები”, ადვოკატს არც ეს დაუკონკრეტებია.

ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, რათა მას გაეჟღერებინა ინფორმაცია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს იგივე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ" - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"