"უკნიდან ჩაურტყამთ რაღაც საგანი. ეტყობა, ქურქის გახდა უნდოდათ" - რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მსახიობი? - კვირის პალიტრა

"უკნიდან ჩაურტყამთ რაღაც საგანი. ეტყობა, ქურქის გახდა უნდოდათ" - რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მსახიობი?

მსახიობი გურამ ჯაში ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ მსახიობი კლინიკაში თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით მოათავსეს. როგორც ირკვევა, ღამის საათებში, მშრალ ხიდზე ფეხით მიმავალ მსახიობს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს.

სტატიას მომხდარზე ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

ცისანა სარაჯიშვილი, მსახიობის დედა:

- კარი რომ გავაღეთ, ჩემი შვილი საშინელ მდგომარეობაში ვნახე, პირი არ უჩანდა, სულ სისხლიანი იყო. შევშფოთდი. რომ ვკითხე, - რა დაგემართა-მეთქი? მომატყუა, - წავიქეციო, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მოიტყუა, რადგან ქურთუკი გახეული ჰქონდა, არც ტელეფონი ჰქონდა და არც საფულე. მივხვდი, რაც მოხდა... "სასწრაფო" გამოვიძახე და საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. მშრალ ხიდზე მიმავალს თურმე, დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს…

მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა. უკნიდან ჩაურტყამთ რაღაც საგანი. ეტყობა, ქურქის გახდა უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს, ცალი სახელო ქურქს მოგლეჯილი აქვს.

იურისტ ზაზა ჭაიას მიაჩნია, რომ მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა:

"მას თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა და ამ ფაქტზე საქმე აღძრეს არა ყაჩაღობის - 179-ე მუხლით, არამედ 120-ე - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით და მედიას განუმარტეს, თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდებაო. ეს არის დაცინვა და სტატისტიკის დამალვა".

მსახიობი გურამ ჯაში ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 2 მარტის ნომერში