"ფულს თუ არ მოიტან... ვინც შენ არ გესროლოს" - "კანონიერი ქურდის" სახელით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ - კვირის პალიტრა

"ფულს თუ არ მოიტან... ვინც შენ არ გესროლოს" - "კანონიერი ქურდის" სახელით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ

შსს-მ სამი პირი დააკავა, რომლებიც ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდის" სახელით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23 600 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. "კანონიერი ქურდი", რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. "ქურდულ საერთოში" უნდა შესულიყო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ"

ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.