"სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია", ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია" - დაკავებული დეკანოზის წერილი ციხიდან (ექსკლუზივი)
"სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია", ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია" - დაკავებული დეკანოზის წერილი ციხიდან (ექსკლუზივი)
გაზეთ "კვირის პალიტრას" ციხიდან წერილი გამოუგზავნა ე.წ . ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს. გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან:

"მოგესალმებით ყველას. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე.
რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ
You must have Flash Player installed in order to see this player.
საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია.
უფალი ბრძანებს, "თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა", ყოველივე ღვთის განგებით ხდება.

ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი".

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (17)
22 მარტი 2017 07:55
მართლმადიდებლობა თავგანწირვაა-მტრებისთვისაც...

ეს იყო ცუდი მაგალითი ხალხისთვის.

ერთადერთი...
მოთმინების ღვაწლიღა დაგვრჩენია.
moxeve
21 მარტი 2017 04:07
არ მგონია, რომ ის იყოს დამნაშავე.... რაღაცის გაკეთება მიზნად რომ ჰქონოდა დასახული, ნებისმიერ დროს გააკეთებდა... აქ სხვა ხალხის ფარული მიზნები უნდა იმალებოდეს, ჩემი სუბიექტური აზრით....
tamuna
21 მარტი 2017 01:38
ra usamartloa es samyaro!mama giorgis sulier simshvides vusurveb!
marina
21 მარტი 2017 01:15
ამ ადამიანის მჯერა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები