"თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამის უკან მეუფე დიმიტრი იდგა..." - კვირის პალიტრა

"თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამის უკან მეუფე დიმიტრი იდგა..."

"მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდი შორენამ სთხოვა"

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვს თუ არა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მისი ადვოკატები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აცხადებენ,  მამა გიორგის სამარტოო საკანში ტელევიზორი შეუტანეს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

მია ზოიძე:

- მამა გიორგი მართლა ამბობს, რომ თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდის ყიდვა?

- დიახ, სთხოვა, ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა. არაერთხელ გაუწევია მას დახმარება შორენასთვის. მამა გიორგი იხსენებს, 2016 წლის ზაფხულში ქალბატონი შორენა კოჭლობდა, ფეხი შეხვეული ჰქონდა, მითხრა, დიდი ხანია ფეხები მაწუხებს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ექიმთან ვერ მივდივარო. ამის მერე, როცა ქობულეთში ჩამოვიდა, მე მივიყვანე მასთან ცნობილი ტრავმატოლოგი ავთო ხაბაზიო... ამას შორენაც ადასტურებს ჩვენებაში…

მამა გიორგი იმასაც ამბობს, ჩვენი ურთიერთობები გარკვეულ ეტაპზე ლაგდებოდა, გარკვეულ ეტაპზე იძაბებოდა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, მისი მოკვლა მნდომოდაო.

გიორგი ფანცულაია, ადვოკატი:

- სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგაც ხომ არ არის მოსალოდნელი საქმის აღძვრა?

- ოხანაშვილი არსად არის ნახსენები. მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაჰკი-თხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას.

- ეს ვერსია ადრეც გახმაურდა.

- ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს.

მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდის შოვნა შორენამ სთხოვა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

თეა ხურცილავა