"ისეთი მდგომარეობა იყო, ბავშვთან ვერ მივედი, ცუდად გავხდი მეც" - საშინელი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"ისეთი მდგომარეობა იყო, ბავშვთან ვერ მივედი, ცუდად გავხდი მეც" - საშინელი ავარიის დეტალები

დღეს დილით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილს ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ავარიის თვითმხილველის, ვალერი ვარნეჩოვის თქმით, გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა.

”ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ - ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე რომ ”ბე ემ ვეს” მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა გოგონას თავში”, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვალერი ვარნეჩოვმა.

ვიდეო