სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს - კვირის პალიტრა

სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაუდასტურა. გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.

მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.

როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.

იხილეთ ასევე: "ყველას ვთხოვთ, ვისაც შეუძლია და ევალება, დაგვეხმაროს ნიკას მოძებნაში..." - სად გაქრა 8 წლის ბიჭუნა?

"ინტერპრესნიუსი"