მკვლელობა თელავის რაიონში - მამაკაცი საკუთარმა თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა - კვირის პალიტრა

მკვლელობა თელავის რაიონში - მამაკაცი საკუთარმა თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ნაფარეულის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც.

ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"