"იდეალური" ჯოჯოხეთური სქემა - როგორ ითრევენ მოზარდებს სათამაშო ნარკომანიაში - კვირის პალიტრა

"იდეალური" ჯოჯოხეთური სქემა - როგორ ითრევენ მოზარდებს სათამაშო ნარკომანიაში

ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.

შესაბამისად, არ იცვლება საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ონლაინთამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობას ასახავს. არასამთავრობოების მონაცემებით, დღეს ონლაინაზარტულ თამაშებში დაახლოებით 400 ათასი პირია ჩართული და მათ შორის ათასობით არასრულწლოვანია. არახალია, რომ თამაშდამოკიდებულება ხშირად მძიმე შედეგით მთავრდება და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადირებას იწვევს. სწორედ ამ მიზეზით "პალიტრამედიამ" თავის დროზე უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე და დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" ცოტა ხნის წინ რედაქციაში წერილი მივიღეთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მოგესალმებით, გწერთ, როგორც "აჭარა გრუპის" (adjaranet.com) თანამშრომელი, რომელიც მომხმარებელს ონლაინაზარტულ თამაშებს სთავაზობს. სამწუხაროდ, არ მყოფნის გამბედაობა და საჯაროდ ვერ ვამბობ ამას, ვერც ვტოვებ სამსახურს, გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება.

ვიცი, რომ "პალიტრამედია" ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ჰოლდინგია. ეს არის ერთადერთი ჰოლდინგი საქართველოში, რომელმაც უარი თქვა საკმაოდ დიდ შემოსავლებზე გემბლინგის სარეკლამო სივრცეში დაბლოკვით. მინდა, თქვენი ყურადღება მივიქციო იმ საშინელი სამუშაო პოლიტიკით, რაც აქ ხდება! ჩვენი კომპანიის ყველა ონლაინპლატფორმა არის ბიზნესი, რომელიც ყოველთვიურად, ერთი შეხედვით, თითქოს გადის მინუსში, საშუალოდ 30.000-50.000 ლარით. თუმცა კომპანია ამ თანხას იმით ანაზღაურებს, რომ 12-18 წლამდე ბავშვებს აზარტულ თამაშებს აჩვევს, რაც უწყვეტი შემოსავლის წყარო ხდება! ამ სპეცპლატფორმის ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ თინეიჯერები გემბლინგს მიაჩვიონ.

მოდელი მარტივია: თარგმნიან ფილმებს ქართულ ენაზე, რომ მოიზიდონ სწორედ ის სეგმენტი, ვინც არ იცის არც ერთი უცხო ენა, ხარჯავენ უზარმაზარ თანხას ამის რეკლამირებაში, ხოლო შემოსავალი ვითომ აქვთ ნული.

საქართველოს კანონი არ კრძალავს, ყოველ შემთხვევაში, არ არეგულირებს კანონს "მეკობრულ" ფილმებზე, არც გემბლინგზე და შეიძლება ითქვას, ეს იდეალური სქემაა!" - ნათქვამია წერილში.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია