თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა - კვირის პალიტრა

თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა

თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქმარი ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"