"იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელის მოსაკლავად იწევდა"
"იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელის მოსაკლავად იწევდა"
"პატრული რომ მოვიდა, არ გაამხილეს ბიჭი დაჭრილი რომ იყო..."

დანაშაულის საგანგაშო სტატისტიკას ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობა შეემატა, რა დროსაც 47 წლის იური შამოევმა საკუთარი ვაჟი, 24 წლის მიშა შამოევი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. იური შამოევს სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) ედება ბრალი. მიშა შემოევს ერთი წლის შვილი დარჩა.

დანაშაულთან დაკავშირებით რთული გარემოებანი იკვეთება, რის შესახებაც დანაშაულში ბრალდებულის მეზობლები საუბრობენ, რომლებმაც გვთხოვეს, მათი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვინაობა არ გაგვემხილა.

- იური შამოევი ბოლო ხანს განსაკუთრებულად აგრესიული იყო, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ცოლთან ერთად, სამუშაოდ გერმანიაში წავიდა, თუმცა, 6 თვის წინ ორივეს დეპორტაციით მოუწიათ უკან დაბრუნება. მას შემდეგ კიდევ უფრო უცნაურად იქცეოდა, წვერი მოუშვა, დროდადრო უცნაურად ლაპარაკობდა... სავარუდოდ, პრობლემები ციხიდან დაეწყო, როცა ხულიგნობისთვის იხდიდა სასაჯელს.

იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელს უბრალო რაღაცაზე ისე ეკამათა, რომ სახლიდან რევოლვერი გამოიტანა და მის მოსაკლავად იწევდა. კაცი სახლში დაიმალა, კარი არ გაუღო. მან კი სახლი
გარედან დაუცხრილა, მერე საკუთარ სახლში წავიდა და იქ ატეხა სროლა... კერძო სახლი აქვთ და კარს ესროდა, რატომ არის დაკეტილი, რატომ არ მიღებთო! ამ დროს, მისი ვაჟი, მიშა, კარს უკან მდგარა და ტყვია ფეხში მოხვდა, თუმცა პატრული რომ მოვიდა, არ გაამხილეს ბიჭი დაჭრილი რომ იყო... ამასობაში ბიჭი უკიდურესად ცუდად გახდა, საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, ვეღარაფერი უშველეს...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)



მკითხველის კომენტარი (3)
ნინო
14 აპრილი 2017 12:46
სასჯელმოხდილს, ფსიქიური პრობლემების მქონეს იარაღი რატომ ქონდა (უკანონოდ ჰქონდაო არ წერია). სხვა შემთხვევებიცაა, როცა ფსიქიურად დაავადებული იარაღით კლავს უდანაშაულო ადამიანს ან ავტომანქანით მძიმე ავარიას ახდენს. ამაზე პასუხს ვინმე აგებს?
Daji
14 აპრილი 2017 03:30
Sanam vinmes imsxverplebda E's kaci da amden ucnaurobebs uyurebit tkven mezoblebo tu megibrebo manam.ver acnobet shesabamis organoebss???mikvirs zalian ROM moxdeba ibedureba mere waagdeben enebs da aseti ubeduri da ase shemdeg. Manam Sanam misi svili ar mokla sers uyurebdnen da sachorao xom undodat usakmurebs( zalian gavbrazdI da emociac ver davparew)
ლიზიკო
13 აპრილი 2017 20:26
ხოდა რომ ატეხეს აჟიოტაჟი ვისაცარ ეკითხებოდა, პოლიციელებმა დროზე არ გადაიყვანეს საავადმყოფოშიო, დაუმალიათ მამამ რომ დასჭრა, ალბათ ოჯახის სახელს გაუფრთხილდნენ, და პოლიციელები სულაც არ ყოფილან ასეტ შემ-ში დამნაშავენი. ამ ახალგაზრდის ცოდვა ,ვინც სიმართლე დამალა, მის სვინდისზე იყოს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები