"მოკლეს და მტკვარში გადააგდეს" - მაშველები ცხედარს ამ დრომდე ეძებენ - კვირის პალიტრა

"მოკლეს და მტკვარში გადააგდეს" - მაშველები ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

მაშველები 5 დღეა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ეძებენ, მოკლულია.

გავრცელებული ცნობით, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი მტკვარში გადააგდეს.

მათივე განმარტებით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

"ინტერპრესნიუსი"