ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
უვადო პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ მოკლული დედა-შვილის ახლობლები. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილიც ესწრებოდა.
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ გუშინ ცნეს.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
იხილეთ ასევე: "2 თებერვალს ოთარის დაბადების დღეზე იყო, ბავშვი კალთაში ეჯდა თურმე, ეთამაშებოდა, 22 -ში კი დედა-შვილი სასტიკად დახოცა"
"ინტერპრესნიუსი"