მამაკაცი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგად მოტიციკლისტი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"