საზარელი ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე - ექვსი გარდაცვლილი, მათ შორის ორსული ქალი - კვირის პალიტრა

საზარელი ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე - ექვსი გარდაცვლილი, მათ შორის ორსული ქალი

გუშინ გვიან ღამით ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. სამწუხაროდ, ერთი დაშავებული დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის, 7 თვის ორსული ქალბატონია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"