მაკა ჩიჩუას ძმას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - კვირის პალიტრა

მაკა ჩიჩუას ძმას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"