რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა

რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. სკოლის შენობა გამნაღმველების მისვლამდე დატოვეს სამართალდამცველებმა, სასწავლებლის ადმინისტრაცია კი შენობაში უკვე შევიდა.

როგორც სკოლის დირექტორმა ბექა შათირიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ დეტალები, თუმცა განმარტეს, რომ სკოლაში გამნაღმველების შესვლის საჭიროება აღარ იყო.

სასწავლო პროცესი რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში დღეისთვის ჩაიშალა, თუმცა ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

„საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331"-ე მუხულის თანახმად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ან ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"