უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი, "გელა თბილისკი" დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი, "გელა თბილისკი" დააკავეს

24 აპრილს კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, გელა ჯოშუას, მეტსახელად "გელა თბილისკის" კიევში ავტომობილების მოპარვის საქმიანობას მფარველობდა.

უკრაინის მხარე ქართველი "კანონიერი ქურდის" რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების საკითხს განიხილავს.

"51 წლის გელა ჯოშუა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, "კანონიერ ქურდად" 1996 წელს მოსკოვში მოინათლა. კიევში ის შარშან ჩამოვიდა და რამდენიმე დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა სხვა "კანონიერ ქურდებთან", ორგანიზებას უწევდა "კანონიერი ქურდების" შეკრებას. დადგენილია, რომ კიევში, ნიკოლაევსა და ხერსონში "კანონიერი ქურდი" გელა ჯოშუა დანაშაულებრივი საქმიანობის ორ მიმართულებას მფარველობდა - ავტომობილების მოპარვასა და სატრანსპორტო საშუალებების მითვისებას", - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ქალაქ კიევის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ.

ექსტრადირების შემდეგ მას სამი წლით აეკრძალება უკრაინაში შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"