"სუფრაზე ისხდნენ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ" - სამტრედიაში შვილმა მამა მოკლა - კვირის პალიტრა

"სუფრაზე ისხდნენ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ" - სამტრედიაში შვილმა მამა მოკლა

არსებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბანში ურთიერთშელაპარაკებისას შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც სოფლის რწმუნებული აცხადებს, მამასა და შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

"შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სუფრაზე ისხდნენ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მოულოდნელად შვილმა მამას დანა გულის არეში ჩაარტყა. შემთხვევის დროს სუფრასთან მეზობელი და ოჯახის ნათესავიც იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, მამა სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე გარდაიცვალა, შვილი კი სამართალდამცველებმა დააკავეს" , - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" სოფელ წიაღუბანის რწმუნებულმა ოთარ ჩხაიძემ.