"თეთრხალათიანმა მანიაკმა ქალი მოკლა და ორმოში ჩააგდო"
"თეთრხალათიანმა მანიაკმა ქალი მოკლა და ორმოში ჩააგდო"
თესალონიკის ციხეში ქართველმა პატიმრებმა ბერძენ ექიმს სასტიკად სცემეს

"დიანა კუნძულ ქალკიდიკეზე ღრმა ორმოში ჩაუგდიათ შიშველი, ცელოფანში გახვეული. გვამი სიცხისგან გახრწნილი იყო. ქმარმა ქერა თმით და საყურით ამოიცნო"


საბერძნეთის მართლმსაჯულება სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგი­ოქირურგ დიმიტრის პელეკასს განაჩენს წელიწად-ნახევარში გამოუტანს. თესალონიკში მდებარე კლინიკა "ჰიპოკრატეში" 36 წლის დიანა ბერიძე (ჩამჩიდი)­ მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ცხრადღიანი ძებნის შემდეგ ცელოფანში გახვეული ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა თესალონიკიდან 140 კილომეტრის მოშორებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახევარკუნძულ ქალკიდიკეზე, პატარა ქალაქ პოლიიროსში ორმოში ჩაგდებული იპოვეს.

ექიმი დიმიტრის პელეკასი იმავე დღეს­ ბრალდებულად ცნეს და წინასწარი პატიმრ­ობა­ შეუფარდეს. თუ მისი დანაშაული დამტკიცდა­, ანგიოქირურგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. დიანა ბერიძის ოჯახი არ გამორიცხავს,­ რომ ექიმს პაციენტი­ ოპერაციის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი დანაშაულის დასაფარად ცხედარი გადამალა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დიანა­ ბერიძის ცხედარი კლინიკიდან ექიმმა ფარულად გაიტ­ანა და მანქანის საბარგულით ნახევარკუნძ­ულ ქალკიდიკეზე მდებარე ქალაქში წაიღო.

პელეკასი თესალონიკის "დიავატას" ციხეში გადაიყვა­ნეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს, რის
გამოც ექიმი ცალკე იზოლატორში მოათავსეს.
ქობულეთელი დიანა ბერიძე საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ნანა აბულაძე, ათენში მოქმედი ადვოკ­ატი:­
- ოპერაციის დღეს ექიმი დიანას მესიჯებით ეკონტაქტებოდა. საბერძნეთის პო­ლიციამ ქალის "ფეისბუქის" გვერდიდან­ მისი და ექიმის
მიმოწერა ამოიღო. 26 აპრილს 6-ის 20 წუთზე დიანა ექიმს უგზა­ვნის შეტყობინებას, რომ საავადმყოფოში მივიდა, რაზეც ექიმი პასუხობს, 10 წუთში მანდ ვიქნები, შემოდიო - ეს ადა­სტურ­ებს, რომ დიანა იქ მართლაც მივიდა. 3 საათის­ შემდეგ ექიმი პაციენტს კვლავ უგზავნის შეტყობინებას, რატომ არ მოხვედიო? როგორც ჩანს, კვალის­ ასარევად მესიჯი გაგზავნა (თითქოს პაციენტი არ მივიდა). ექიმი 10 მაისს დაჰკითხეს, მანამდე პოლიციაში მიდიოდა და ვითომ მომხდარით შეძრული, დროს ითხოვდა. დაკითხვაზე კი განაცხადა, ჩვენ ფლირტი გვქონდა, დიანა საავადმყოფოში მოვიდა, შემატყობ­ინა, რაღაც შემემთხვა და სანამ ჩავიდოდი,­ წავიდაო. პროკურორის კითხვაზე, 27 აპრილს ავტომანქანა ორჯერ რატომ გარეცხეთო (პოლიციასთან პირველი საუბრის მერე ხელახლა გარეცხა), უპასუხა, სისუფთავე მიყვარს და ხშირად ვრეცხავო. შემდეგ კითხვაზე,­ 26 აპრილს, ღამის 12-ის ნახევარზე­ ანძები­ შენსა­ და დიანას ტელეფონებს ქალკიდიკეში რომ აფიქსირებს, ამას როგორ ახსნითო, უპასუხა, არ ვიცი, შესაძლოა, ქალი უკან გამომყვა, შემამოწმა, ან ვიღაცამ დამაშანტაჟა, ვისაც დიანას ტელეფონი მანქანაში ედო და უკან გამომყვაო. რატომ უნდა ნდომოდა ვინმეს მისი დაშ­ანტაჟება, ექიმი ვერ ხსნის. იგი იმასაც უარყოფს, რომ დიანას ოპერაცია გაუკეთა.

პროკურორი დაინტერესდა, სხვა პაცი­ენტებსაც ხომ არ ჰყავდათ შემჩნეული­ ექიმი არაკორექტულ საქციელში და მართლაც, მოწმედ დაკითხულმა ალბანელმა ქალმა განაცხადა, რომ ექიმმა მასზე ძალადობა სცადა. დიანა ბერიძის ორგანიზმში ისეთი წამლის დიდი დოზა აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ საავადმყოფოებში თუ იყენებენ. ერთი ვერსიით, ექიმებს ან შეცდომა მოუვიდათ, პაციენტი დაეღუპათ და მერე გვამი მოიშ­ორეს, ან დიმიტრის პელეკასმა სპეციალურად მისცა რაღაც საშუალება, მაგრამ რა მიზნით, დასადგენია... ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალა ადასტურებს, რომ ექიმმა იმ დღეს მორიგეობა მიატოვა,­ საავადმყოფოდან დიდი ჩანთით გამოვიდა, მანქანაში ჩადო და წავ­იდა. ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ექიმის მანქანის საბარგულში დიანას დნმ უკვე აღმოაჩინეს...

ლია კოტანიდუ, დიანას მეგობარი:
- საბერძნეთის ტელევიზიებში ეს ამბავი წამყვანი თემაა. დიანას ფეხზე­ უნდა გაეკეთებ­ინა უმნიშვნელო ოპერაცია... 5 საათზე მარტო წავიდა საავადმყოფოში და მისი კვალი გაქრა. პოლიციამ მიმოწერა ამოიღო "ფეისბუქიდან", სადაც დიანა ექიმს სწერს, მოვედიო, ის კი ურჩევს, საავადმყოფოს უკანა მხრიდან შევიდეს. როგორც ჩანს, ექიმს არ უნდოდა, დიანას საავადმყოფოში შესვლა ვიდეოთვალს დაეფიქსირებინა. დიანა 4 მაისს ნახეს კუნძულ ქალკიდიკეზე, ღრმა ორმოში ჩაუგდიათ შიშველი, ცელოფანში გახვეული. გვამი სიცხისგან გახრწნილი იყო. ქმარმა დიანა ქერა თმით და საყურით ამოიცნო. გარდაცვლილს ხელებზე,­ ზურგსა და ბარძაყებზე ნაფხაჭნებიც ჰქონდა, ეს დაზიანებები სიკვდილამდე ჰქონია მიყენებული... პირველივე დღიდან ექიმზე მიიტანეს ეჭვი, ის კი ყველაფერს უარყოფს.

საავადმყოფოში არ ფიქსირდება, რომ დიანამ ოპერაცია გაიკეთა. საინტერესოა, უფროსმა როგორ გაუშვა ექიმი საავადმყოფოდან, როცა მისი მორიგეობის დღე იყო? დიანას მეუღლე, მიხალის პაკასი, ლექტორია პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შესანიშნავი ადამიანი. დიანას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს და მესამე, გოგონა, მათი საერთო შვილია. მიხალისი ბიჭებს საკუთარი შვილებივით ჰპატრონობს, ცოლსაც ხელისგულზე ატარებდა. დიანას დედა პონტოელი ბერძენია, გვარად ჩამჩიდი. დიანა საბერძნეთში დედის გვარზე გადავიდა.
ტელევიზიით გამოვიდა ექიმის ყოფილი შეყვარებული და მასზე თქვა, მანიაკია, ამიტომ დავშორდი, სულ სიკვდ­ილსა და ჩონჩხებზე ლაპარაკობდაო. თეთრხალათიანმა მანიაკმა დიანა ორმოში ჩააგდო და მხეცების საჯიჯგნად გაიმეტა!"

ნარგიზა ბერიძე, დიანას მამიდა:
- საც­ოდავი გოგო ისე იყო დასახიჩრებული, არ შეეხედებოდა, ქმარმა ძლივს ამოიცნო­. ოპერაციის დღეს იმ გარეწარს დიანასთვის უთქვამს, წამალი მოიტანეო, გოგოს აფთიაქები დაუვლია და ვერსად უშოვია. კარგი,­ მე დაგახვედრებო. ახლა იკვლევენ­, რა დოზით შეუშვა მის ორგანიზ­მში. ანესთე­ზ­იო­ლოგიც­ თვითონ იყო და ქირურგიც. დაკავებულია კიდევ ორი ექიმი, რომლებმაც ყალბი დოკუმენტები გააფორმეს, თითქოს დიანას გული აწუხებდა. ალბათ, იმის დამტკიცება უნდათ, რომ ოპერაციის დროს გულმა უმტყუნა. არადა, არაფერი აწუხებდა. ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (1)
დარია
20 მაისი 2017 00:33
იმ ექიმის სხვა დანაშაულიც ექნება ჩადენილი და უნდა დააფქვევინონ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები