"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!
"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!
ძალოვანებმა ერთი თვის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნეს და ბრალდება მოკლული მოხუცის ოჯახის წევრს წაუყენეს. 77 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის მკვლელობაში მხილებულია მისი შვილიშვილი, 19 წლის მარიამ კუპრეიშვილი და მისი თანაკურსელი, 20 წლის გიორგი გვარამია. მათ ბრალად ედებათ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

მომხდარზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გამოძიების ცნობით, 9 აპრილს ბრალდებულებმა ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს ხელთათმანები და დანა, მივიდნენ მოხუცის სახლში და ცივი იარაღით 40 ჭრილობა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიაყენეს, შემდეგ კვალის დასაფარავად ბინაში ხანძარი გააჩინეს და მიიმალნენ. გამოძიების თქმით, ბრალდებულებს ბინაში 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, მაგრამ თანხა ვერ იპოვეს და ბინიდან 335 ლარი წაიღეს. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს წერილიც, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის წინასწარ დაგეგმვას ადასტურებს, თუმცა პროკურატურა შინაარსს არ ასაჯაროებს.
საქმეში არსებობს დაკავებული ახალგაზრდების ჩვენებებიც, სადაც დეტალურად აღწერენ ვითარებას და აღიარებენ დანაშაულს.

გიორგი ბერიძე, მარიამ კუპრეიშვილის ადვოკატი:

- 19 წლის ბავშვები მიიტყუეს სპეციალურად და არ უთხრეს, რომ შეეძლოთ, ადვოკატი ჰყოლოდათ. ჩემს დასაცავს ჩვენება არ მიუცია, უბრალოდ მას
გამომძიებლის დაწერილზე მოაწერინეს ხელი.

- მაშინ გვიამბეთ თქვენი ვერსია, მარიამი იმ დღეს იქ არ მისულა?

- მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან. მას ჰყავდა ორი ცოლი და ოთხი შვილი, ორივე მეუღლესთან გაშორებული იყო და ამჟამად ჰყავდა საყვარელი.
ძირითადად მარტო ცხოვრობდა, ძალიან აგრესული იყო შვილების მიმართ. არც თანხა ჰქონდა. მარიამი ცდილობდა, მამამისი და პაპა შეერიგებინა, ის ამბობს, რომ პაპა უყვარდა.

- რატომ უნდა მიეტანათ ეჭვი უდანაშაულო 19 წლის გოგოზე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა პროკურატურას?

- ამ საქმეში იმხელა რესურსი დახარჯა პროკურატურამ, რომ აუცილებელი იყო ხელი ვიღაცისთვის დაედო. პრესტიჟის საქმე იყო ამ დანაშაულის გახსნა. პროკურატურას უნდა, ვიღაც დასაჯოს.

- მაინც ვერ მივიღე პასუხი, რატომ მაინცდამაინც მარიამი?
- მოხდა გაუგებრობა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ვერ გავახმაურებ ამ დეტალებს. უდანაშაულო ადამიანები ბევრჯერ დასჯილან. არ მინდა, ჩემი დასაცავიც ასე დაისაჯოს.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 მაისის ნომერში

თეა ხურცილავა

მკითხველის კომენტარი (18)
!!!
19 მაისი 2017 15:38
ვეკითხები ადვოკატს: სად იყო მკვლელობის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი? ... დაწესებულებებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, ქუჩებში, ყოველ მეორე ნაბიჯზე ლამის კამერებია დამონტაჟებული და წარმოადგინონ ეს მასალა, თუ იქ არ იყო მაშინ სად იყო?!
ქეთი
18 მაისი 2017 16:13
ეს ადვოკატები უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადიან, ყველაფრის გამართლება ხომ არ შეიძლება.გამზრდელი დედა მოკლა დედა ტყუოდა ,პაპა მოკლა პაპა ტყუოდა .სად მივდივართ დაფიქრებულხართ ამაზე?დედამ შვილი მოკლა და ასეთ ქალს 1500დამცველი ჰყავს.
daviti
18 მაისი 2017 13:09
ადვოკატო, რომ ლაპარაკობ აგრესიული იყო შვილების მიმართო, ვერ ხვდები, რომ ეს უკვე მკვლელობის მოტივია? შესარიგებლად წაიღეს ხელთათმანები და დანა? ორივე ციხეში უნდა ამოლპენ, გოგოც და ბიჭიც.
lala
18 მაისი 2017 12:34
აგრესიული იმიტომ იყო ალბათ რომ იცოდა რა ჩიტებიც იყვნენ და თავიდან ვერ იცილებდა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები